ინგლისის პრემიერლიგაში 25-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა, რომლებშიც მასპინძლებმა მოიგეს.
„ლივერპულმ“ დაგეგმილი ქულები მოიპოვა და „ვულვზი“ 2:1 დაამარცხა. პირველივე ტაიმში ლუის დიასმა და მოჰამედ სალაჰმა ორჯერ გაიტანეს, რითაც გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა. მეორე ნახევარში მათეუს კუნიამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ „მგლებმა“ მეტი ვეღარ მოახერხეს.
„ლივერპული“ 60 ქულით ლიდერია და 7 ქულით უსწრებს „არსენალს“, ხოლო მომდევნო ტურში 19 თებერვალს, „ასტონ ვილას“ ესტუმრება. „ვულვზი“ 19 ქულით მე-17 საფეხურზეა.
მორიგი მატჩი წააგო „მანჩესტერ იუნაიტედმა“, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-12 მატჩი! ეს კატასტროფული შედეგია. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ამჯერად ლონდონში „ტოტენჰემთან“ დამარცხდა, ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში ჯეიმს მედისონმა გაიტანა. „მანჩესტერი“ 29 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 თებერვალს, „ევერტონს“ ესტუმრება. „ტოტენჰემმა“ 30 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე აღზევდა, ხოლო წინ „იფსვიჩთან“ მატჩი ელოდება.