ფეხბურთი

22:13 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი ჩვენთვის მნიშვნელონია, ბევრ რამეს აკეთებს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ ხიხონის „სპორტინგთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი გიორგი ქოჩორაშვილზეც გააკეთა:

„ქოჩორაშვილი კარგადაა, მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ თამაში შეეძლო. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, გუნდისთვის ბევრ რამეს აკეთებს. ცოტა გავრისკე და ბოლოს, გადავწყვიტე შემეცვალა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ღირდა მცდელობა“, - აღნიშნა კალერომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 20 მატჩი 5 გოლი და 3 საგოლე პასია, ხოლო „ლევანტემ“ ბოლო სამ ტურში სულ რაღაც 2 ქულა მოიპოვა, შედეგად, 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ ალბათ პოზიციებს დათმობს. „ლევანტე“ მომდევნო ტურში 23 თებერვალს, „მირანდესს“ შინ დაუპირისპირდება.

0.106444