რაგბი

21:47 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნინიაშვილი: "ქართველი ხალხის წინაშე თამაში ყველაზე დიდი სიამოვნებაა"

საქართველოს ნაკრების მორაგბემ დავით ნინიაშვილმა ესპანეთთან მატჩის (62:32) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ჯგუფში ეს ყველაზე რთული თამაში იყო.

„წინა ორ მატჩთან შედარებით ეს იყო ყველაზე რთული თამაში. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ ამ შეცდომებს გამოვასწორებთ შემდეგი თამაშებისთვის. რუმინეთთან სახლში ვითამაშებთ და ქართველი ხალხის წინაშე თამაში ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

ასეთ გუნდებთან ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, რადგან ოდნავ მოდუნებულები გამოვდივართ, მაგრამ დიდ გუნდებთან უკეთ ვითამაშებთ. თუმცა, ერთი და იგივე გუნდებთან თამაშით ვერ ვვითარდებით.

დღეს იმდენი ქართველი იყო სტადიონზე, თავი სახლში მეგონა. მადლობა მათ, ისინი ჩვენთვის ძალიან დიდი ძალა არიან“, - თქვა ნინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რაგბი ევროპას ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდება.

0.078855