იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „უდინეზესთან“ უშანსოდ, 0:3 დამარცხდა.
დუბლი შეასრულა იურგენ ეკელენკამპმა, ერთიც ფლორენ ტოვინმა გაიტანა. „ემპოლის“ ქულის მოპოვების შანსი არ ჰქონია.
საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა. მას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ემპოლის 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია (9 მატჩი, 2 ფრე, 7 წაგება) და თუ მაშინ სატურნირო ცხრილის შუაში იყო, ახლა გასავარდნი ზონის ზღვარზეა, 21 ქულით მე-17 ადგილზე, ხოლო მომდევნო ტურში 23 თებერვალს, ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.