ფეხბურთი

20:07 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ზედიზედ მეორე გოლი და "ლიონის" გამარჯვება ლიგა 1-ში (+VIDEO)
მიქაუტაძე 10 გოლით "ლიონის" ბომბარდირია

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო და გიორგი მიქაუტაძემ მიჯრით მეორედ გაიტანა.

22-ე ტურში პაულუ ფონსეკას გუნდმა სტუმრად 4:1 დაამარცხა „მონპელიე“, ხოლო მიქაუტაძემ ანგარიში მესამე წუთზე გახსნა. მან საჯარიმოში ჩვეულ სტილში იმოქმედა. გიორგი 70-ე წუთზე შეცვალეს, მის ნაცვლად ალექსანდრ ლაკაზეტი შევიდა და სამ წუთში მანაც გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ლიონის“ რიგებიდან გოლები ერნესტ ნუამამ და კორენტინ ტოლისომაც გაიტანეს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. გოლების რაოდენობა ნაწილდება - ლიგა 1-ში 6, საფრანგეთის თასზე 2 და ევროპა ლიგაზე - 2.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 36 ქულით მეხუთე ადგილზეა, 23 თებერვალს კი, „პარი სენ-ჟერმენს“ შინ დაუპირისპირდება, შესაბამისად, მიქაუტაძე და კვარაცხელია ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, კარიერაში პირველად.

0.118492