ფეხბურთი

19:25 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი ქოჩორაშვილის მატჩს დაესწრო, "ლევანტემ" ისევ ვერ მოიგო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 27-ე ტურში „ლევანტემ“ ხიხონის „სპორტინგს“ უმასპინძლა, რომელსაც უგოლოდ დაუზავდა.

გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ძირითად შემადგენლობაშიც იყო. ქართველმა 88-ე წუთამდე ითამაშა.

სხვათა შორის, მატჩს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო. სანაკრებო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, სანიოლი ქართველი ლეგიონერების მატჩებს ესწრება.

ქოჩორაშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 20 მატჩი 5 გოლი და 3 საგოლე პასია, ხოლო „ლევანტემ“ ბოლო სამ ტურში სულ რაღაც 2 ქულა მოიპოვა, შედეგად, 44 ქულით მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ ალბათ პოზიციებს დათმობს. „ლევანტე“ მომდევნო ტურში 23 თებერვალს, „მირანდესს“ შინ დაუპირისპირდება.

0.088617