ფეხბურთი

18:40 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიალო "მანჩესტერს" დიდი ხნით გამოაკლდა

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ამად დიალო გამოაკლდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აქვს.

ინგლისურ კლუბს არ დაუსახელებია მისი დაბრუნების თარიღი, მაგრამ დაზიანება სერიოზულია და სავარაუდოდ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ამად დიალომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში 9 გოლის გატანა შეძლო.

0.139696