რაგბი

17:40 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთიც დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშება გამარჯვებით დაასრულა.

რიჩარდ კოკერილის გუნდმა ჯერ კიდევ წინა ტურში გაინაღდა მსოფლიო თასზე თამაში, ახლა კი, ჯგუფში პირველობისთვის ესპანეთს სტუმრად ადვილად, 62:32 აჯობა.

„ბორჯღალოსნებმა“ თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რაც ილია სპანდერაშვილის, ვასილ ლობჟანიძის და აკა ტაბუცაძის ლელოებში აისახა. შესვენებამდე ქართველებმა კიდევ სამი ლელო დადეს (კარკაძე, ჯაფარიძე, ნინიაშვილი). საბოლოოდ, კოკერილის გუნდმა ტაიმი 34:13 მოიგო.

მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა, კლასში სხვაობა ისევ უდიდესი იყო და საქართველოს ნაკრების უპირატესობაც გაიზარდა. „ბორჯღალოსნებმა“ 10 ლელო დადეს და ბონუს ქულით მოიგეს.

3 ლელო დავით ნინიაშვილის აქტივშია, ორი აკა ტაბუცაძის, ხოლო თითოჯერ მეტოქის ჩათვლის მოედანს ირაკლი ქვათაძემ, გურამ პაპიძემ, ვანო კარკაძემ, ვასილ ლობჟანიძემ, ილია სპანდერაშვილმა და ლუკა ჯაფარიძემ უწიეს.

საქართველომ რაგბი ევროპაზე ჯგუფში 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, სამივე მატჩი ძალიან მარტივად მოიგო - შვეიცარიასთან 110:0, ნიდერლანდებთან 40:7 და ესპანეთთან 62:32.

„ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც B ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

ესპანეთი - საქართველო 32:62 (13:34)

0.067539