ფეხბურთი

16:53 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედომ" "ლილიდან" 19 წლის ნახევარმცველი შეიძინა

ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. 19 წლის ფრანგი ნახევარმცველი კისლეი ზიტა იმერული გუნდის ღირსებას დაიცავს. ზიტა „ტორპედომ“ „ლილიდან“ გამოისყიდა. ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიხედვით, შემდეგი ტრანსფერიდან „ლილს“ ეკონომიკური უფლებების 30% დარჩება.

„ტორპედოს“ ახალწვეული სწორედ „ლილის“ აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. ეს უკანასკნელი ყველა ასაკობრივის გამორჩეული ლიდერიც გახლდათ.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

0.115362