ფეხბურთი

16:24 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ბეგირსტაინმა თქვა, რომ მარმუში გვჭირდებოდა და მეც დავეთანხმე"

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ ომარ მარმუშზე ისაუბრა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ეგვიპტელმა ინგლისური კარიერა დიდებულად დაიწყო და „ჯორდების“ განადგურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა (4:0).

„ჩიკი ბეგირსტაინმა თქვა, რომ ომარ მარმუში გვჭირდებოდა და მე ვთქვი, კარგი. გერმანიაში დავურეკე რამდენიმე ნაცნობს, ვიკითხე მის შესახებ და მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ მასზე: ქცევებზე, ვარჯიშებზე დამოკიდებულებაზე და რა თქმა უნდა, გოლებისა და საგოლე პასების უნარზე.

ჰოლანდი? მე მივეცი ხმა ჰოლანდის კაპიტნობაზე. ის აქ 10 წელი იქნება და ცხადია, რომ კაპიტანი გახდება, ეს პროცესის ნაწილია“, - თქვა გვარდიოლამ.

0.063853