ფეხბურთი

15:30 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "ესპანელი რომ ვიყო, დიდი გუნდის მწვრთნელი ვიქნებოდი"

თემურ ქეცბაია შოტლანდიური „მოზერველის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება.

პრემიერშიფში „მოზერველი“ მეექვსე ადგილზეა და ახალ მწვრთნელს ეძებს, ქეცბაია კი, ერთ-ერთი კანდიდატია.

ქართველმა სპეციალისტმა შოტლანდიურ მედიასთან ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„ველოდები რა მოხდება. კვიპროსის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ საქართველოდან და საბერძნეთიდან შეთავაზებებზე უარი ვთქვი. ვთქვი, რომ საბერძნეთში სამუშაოდ არასდროს დავბრუნდები. სიმართლე ისაა, რომ მე არასდროს მომეცა ევროპის წამყვან ლიგაში მუშაობის საშუალება, რომელიც ვფიქრობ, დავიმსახურე იმით, რასაც კვიპროსში მივაღწიე. ჩემი აზრით, საზღვარგარეთ დიდად არ აფასებენ კვიპროსულ ფეხბურთს და ეს თავის როლს თამაშობს. გარდა ამისა, მწვრთნელებში დიდი მნიშვნელობა აქვს პასპორტს. ესპანური და პორტუგალიური პასპორტები განსხვავებულია, ესპანელი რომ ვიყო, დიდი გუნდის მწვრთნელი ვიქნებოდი“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის თემურ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის ნაკრებში მუშაობა, მანამდე „ანორთოსისის“, „ორენბურგის“, „აეკის“, „აპოელის“, საქართველოს ნაკრების და „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

ფეხბურთელობისას ქეცბაია შოტლანდიაში 2001-2002 წლების სეზონში თამაშობდა, როცა „დანდის“ ღირსებას იცავდა.

0.116026