ფეხბურთი

14:30 | 16.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: კვარაცხელიას გაყიდვა შეცდომა იყო, სათანადო შემცვლელის გარეშე კიდევ უფრო

Corriere Dello Sport-ი „ლაციო“ – „ნაპოლის“ მატჩს გამოეხმაურა და ერთ მონაკვეთში საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვაზეცაა.

წყაროს თანახმად, „ნაპოლიმ“ ორი შეცდომა დაუშვა: კვარაცხელიას გაყიდვა და კვარაცხელიას გაყიდვა სათანადო შემცვლელის გარეშე:

„კვარას გაყიდვა შეცდომა იყო, ხოლო შესაბამისი შემცვლელის გარეშე გაყიდვა, კიდევ უფრო დიდი შეცდომა. ანტონიო კონტეს ახლა შეზღუდული შემადგენლობა ჰყავს, მცირე ალტერნატივებით და ჩანს, რომ გუნდს უჭირს. 3-5-2-ზე დაბრუნების შემდეგ აპრობირებულმა მექანიზმებმა მუშაობა შეწყვიტეს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ში ზედიზედ 3 ფრე ითამაშა და ჯერჯერობით, ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ დღეს მისი გადასწრება „ინტერს“ შეუძლია.

0.063909