ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“ დერბიში „ვილიარეალს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა.
24-ე წუთზე „ვილიარეალი“ პაპე გეიემ დააწინაურა, რასაც სტუმრებმა მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე უმარ სადიქის გოლით უპასუხეს და ქულა გადაარჩინეს.
გიორგი მამარდაშვილმა გამარჯვებაში წვლილი 3 მოგერიებით შეიტანა.
„ვალენსია“ 23 ქულით მე-17 ადგილზეა, ამ დროისთვის გასავარდნ ზონას თავი დააღწია. კარლოს კორბერანის გუნდმა სიტუაცია გამოასწორა, რადგან ბოლო 5 ტურში 10 ქულა მოიპოვა, მაშინ, როცა მანამდე 13 ქულის მოსაპოვებლად 19 ტური დასჭირდა...
„ღამურები“ მომდევნო ტურში 22 თებერვალს, მადრიდის „ატლეტიკოს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდებიან.