ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის „ატლეტიკო“ და ვიგოს „სელტა“ ხვდებოდნენ, ფრედ - 1:1 დასრულდა.
მატჩის უკვე მეშვიდე წუთზე „ატლეტიკო“ უმცირესობაში დარჩა. წითელი ბარათი გუნდის ნახევარმცველმა პაბლო ბარიოსმა მიიღო.
ანგარიში 68-ე წუთზე გაიხსნა, „სელტას“ თავდამსხმელმა იაგო ასპასმა პენალტი ზუსტად დაარტყა. 81-ზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ალექსანდერ სიორლოტმა გაათანაბრა.
24 მატჩის შემდეგ „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 50 ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე მატჩის შემდეგ „სელტა“ 29 ქულით მეთორმეტეზე.
ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 24-ე ტური. 15 თებერვალი: ლეგანესი - ალავესი 3:3, ოსასუნა - რეალი 1:1, ატლეტიკო - სელტა 1:1, ვილიარეალი - ვალენსია მოგვიანებით გაიმართება