გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ლევერკუზენის „ბაიერი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდნენ, უგოლოდ დასრულდა - 0:0.
სატურნირო ცხრილში „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელსაც 22 მატჩის შემდეგ 55 ქულა აქვს. „ბაიერი“ მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ მეორე ადგილზეა 47 ქულით. მომდევნო ტურში „ბაიერნი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება, „ბაიერი“ კი - „ჰოლშტაინს.“
გერმანია. ბუნდესლიგა. 22-ე ტური. 15 თებერვალი: შტუტგარტი - ვოლფსბურგი 1:2, უნიონ ბერლინი - გლადბახი 1:2, ბოხუმი - დორტმუნდი 2:0, ზანქტ პაული - ფრაიბურგი 0:1, ბაიერი - ბაიერნი 0:0.