დასრულდა იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს რომის „ლაციო“ და „ნაპოლი“ დაუპირისპირდნენ. გუნდები რომის „სტადიონ ოლიმპიკოზე“ თამაშობდნენ და გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 2:2.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ აქამდე „ლაციოს“ ორჯერ შეხვდა და ორჯერვე დამარცხდა, ჯერ იტალიის თასზე სტუმრად 1:3 და მერე სერია A-ში შინ 0:1, მაგრამ ამჯერად მოგებამდე ცოტა დააკლდა.
მეექვსე წუთზე ანგარიში „ლაციოს" თავდამსხმელმა გუსტავ ისაქსენმა გახსნა. „ნაპოლის“ საპასუხო გოლი მე-13 წუთზე ფორვარდმა ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. 64-ე წუთზე მასპინძლების მცველმა ადამ მარუშიჩმა ბურთი საკუთარ კარში შეაგდო. 87-ზე თავდამსხმელმა ბულაე დიამ ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
„ნაპოლი“ ბოლო სამ ტურში „რომას“, „უდინეზეს“ „ლაციოს“ დაუზავდა, 56 ქულით ამ დროისთვის ლიდერია, თუმცა „ინტერს“, რომელსაც 2 ქულით უსწრებს, თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
25 მატჩის შემდეგ, „ლაციო“ სერია A-ში 46 ქულით მეოთხე ადგილზეა. იტალიის ჩემპიონატს 56 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს.