ფეხბურთი

22:52 | 15.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" მოუგებელი სერია შეწყვიტა

ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ სტუმრად „მიდლსბრო“ 1:0 დაამარცხა და წარუმატებელი სერია როგორც იქნა, დაასრულა.

ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე მუსა სისოკომ გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ჩაკვეტაძე მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს, ხოლო იქამდე ყვითელი ბარათი მიიღო.

ქართველ ნახევარმცველს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„უოტფორდი“ 45 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 23 თებერვალს, „ლუტონს“ უმასპინძლებს.

0.118806