ფეხბურთი

22:34 | 15.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "მარსელთან" განადგურდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ სტუმრად „მარსელთან“ 1:5 განადგურდა.

„მწვანეებმა“ მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, თავიდან ხუთი უპასუხო გოლი გაუშვეს და ბოლოსკენ სტასინმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„სენტ ეტიენი“ გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია, 22 ტურის შემდეგ 18 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 თებერვალს, „ანჟერს“ უმასპინძლებს.

0.158127