მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გაამხილა, რა უთხრა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა მსაჯ ხოსე მუნუერა მონტეროს, სანამ მას ესპანეთის ჩემპიონატის „ოსასუნასთან" მატჩში (1:1) გააძევებდნენ.
„ვფიქრობ, მსაჯმა ჯუდის ინგლისური ვერ გაიგო. მან თქვა, „ეშმაკმა დალახვოს“ და არა „წადი შენი“... ეს სულ სხვა რამეა. მსაჯზე აღარ ვისაუბრებ, რადგან მომავალ კვირას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მინდა, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
ესპანური პრიმერას სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალი“ ლიდერობს, რომელსაც 24 მატჩის შემდეგ 51 ქულა აქვს. მომდევნო ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი „ჟირონას“ დაუპირისპირდება.