ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ოსასუნა“ და მადრიდის „რეალი“ შეხვდნენ, ფრედ - 1:1 დასრულდა.
მე-15 წუთზე „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ანგარიში გახსნა. 39-ე წუთზე მადრიდელების ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა წითელი ბარათი მიიღო.
„ოსასუნას“ საპასუხო გოლი 58-ე წუთზე ფორვარდმა ანტე ბუდიმირმა გაიტანა თერთმეტმეტრიანით.
პრიმერას სატურნირო ცხრილს მადრიდის „რეალი“ ლიდერობს, რომელსაც 24 მატჩის შემდეგ 51 ქულა აქვს. „ოსასუნა“ მსგავსი რაოდენობის თამაშის შემდეგ 32 ქულით მეშვიდე ადგილზეა.