ფეხბურთი

21:04 | 15.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: მარმუშის დღე

დღეს, 15 თებერვალს, ინგლისის პრემიერლიგაში 25-ე ტურის 7 მატჩი იმართება. ექვსი უკკვე დასრულდა.„არსენალმა“ სტუმრად „ლესტერი“ 0:2 დაამარცხა. ორივე გოლი „მეთოფეებმა“ ბოლო 10 წუთში გაიტანეს. ორივე ესპანელმა მიკელ მერინომ შეაგდო და დუბლი მიითვალა.

„მანჩესტრ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალთან“ დრამატული მარცხის შემდეგ, პრემიერლიგაში ჯავრი „ნიუკასლზე“ იყარა, 4:0 მოუგო. მატჩის გმირი „ქალაქელების“ ეგვიპტელი ახალწვეული, ომარ მარმუში გახდა, რომელიც მანჩესტრელებს იანვარში შეუერთდა „აინტრახტიდან“ 75 მილიონ ევროდ.

ნახევარი საათის თავზე, 14-წუთიან ინტერვალში, მან ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო (მე-19, 24-ე, 33-ე წუთებზე). ერთი ბურთიც მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ჭაბუკმა ჯეიმს მაკეიტიმ დაამატა.

ინგლისი. პრემიერლიგა. 25-ე ტური. 15 თებერვალი: ლესტერი - არსენალი 0:2, ასტონ ვილა - იფსვიჩი 1:1, ფულემი - ნოტინგემ ფორესტი 2:1, მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი 4:0, საუთჰემპტონი - ბორნმუთი 1:3, ვესტ ჰემი - ბრენტფორდი 0:1, კრისტალ პალასი - ევერტონი მოგვიანებით გაიმართება

0.121151