„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „უდინეზესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
იტალიურ გუნდში დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან ორი ფეხბურთელი, მატია ვიტი და არდიან ისმაილი ტრავმირებული არიან. თუმცა, „ემპოლის“ თავკაცს საბა გოგლიჩიძის იმედი აქვს:
„ვიტი და ისმაილი ხვალ ვერ ითამაშებენ. ამ მომენტში მხოლოდ „უდინეზესთან“ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, დაცვაში გოგლიჩიძე, დე შილიო და ბემბნისტა ითამაშებენ, ისინი ჩვენთან ერთად არიან და მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ“, - თქვა დ’ავერსამ.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლის“ 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.