ფეხბურთი

19:26 | 15.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტექნიკური წაგება და დაკლებული ქულები: "ადანა დემირსპორი" თამაშის შეწყვეტის გამო დასაჯეს

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ადანა დემირსპორი“ „გალათასარაისთან“ მატჩის შეწყვეტის გამო დასაჯა.

როგორც ცნობილი გახდა, „ადანა დემირსპორს“ ტექნიკური წაგება ჩაეთვალა (0:3) და სატურნირო ცხრილში 3 ქულაც დააკლეს. გარდა ამისა, კლუბის რამდენიმე წევრი ფინანსურად და დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

„ადანა დემირსპორმა“ „გალათასარაისთან“ მატჩი 30-ე წუთზე შეწყვიტა. ფეხბურთელები მოედნიდან პროტესტის ნიშნად გავიდნენ, რადგან მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყვნენ.

საბოლოოდ, მაინც „ადანა დემირსპორი“ დაისაჯა, ხოლო „გალათასარაი“ და მსაჯი ყოველგვარ სანქციას გადაურჩნენ.

0.125932