ფეხბურთი

17:08 | 15.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა შეტევაში კალაფიორის გადაწევას განიხილავს

ლონდონის „არსენალს“ შეტევაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა და მიკელ არტეტას ახალი გამოსავლის პოვნა მოუწევს.

როგორც ჩანს, ესპანელი მწვრთნელი რიკარდო კალაფიორის შეტევაში გადაყვანას განიხილავს. მოგეხსენებათ, იტალიელი პოზიციით - მცველია.

„შეტევაში ადრეც უთამაშია, მას აქვს უნარი, რომ შეტევაში საფრთხე გახდეს, განსაკუთრებით, დაბალი ბლოკით მოთამაშე მეტოქეების წინააღმდეგ. ეს არის ვარიანტი, რომელიც გვაქვს“, - აღნიშნა არტეტამ.

„არსენალს“ ამჟამად ტრავმირებული ჰყავს ბუკაიო საკა, გაბრიელ ჟეზუში, გაბრიელ მარტინელი და კაი ჰავერცი. ბრიტანულ მედიაში წერენ, რომ „არსენალი“ თავისუფალი აგენტის დამატებასაც განიხილავს, სიაში კი, ლონდონელებს დიეგო კოშტა ჰყავთ.

0.10696