„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, 8-9 წელიწადში ერთი სეზონის ჩავარდნა სრულიად ნორმალურია.
„8-9 წელიწადში ერთი ცუდი სეზონი შეიძლება მოხდეს. ნახეთ „ლივერპული“ მიმდინარე სეზონში? ისინი 100 ქულას ვეღარ დააგროვებენ, მაგრამ, შეხედეთ, რა სეზონი აქვთ. ამას რომ ვხედავ ვფიქრობ: „ვაუ, ჩვენ რა სეზონები გვქონდა“... ვინ დააგროვებს 100 ქულას ამ სეზონში? ველოდები, ვინ გახდება ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონი? ველოდები“, - თქვა პეპმა და ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორი სეზონები ჰქონდა „სიტის“ წინა წლებში.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალთან“ წააგო.