ლონდონის „ჩელსიმ“ შესაძლოა, ზაფხულში „ლივერპულის“ მეკარე კევინ კელეჰერი შეიძინოს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.
ირლანდიელი კიპერი დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს, რადგან მერსისაიდელებს „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილი უნდა შეუერთდეს, შესაბამისად, კელეჰერის ადგილი გუნდში არ რჩება.
„ჩელსიში“ რობერტ სანჩესის თამაშით უკმაყოფილო არიან და ესპანელის შემცვლელს ეძებენ. კელეჰერს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და მისი საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა.
მიმდინარე სეზონში კელეჰერმა ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.