ფეხბურთი

2:02 | 15.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონმა" "ჩელსი" გაანადგურა

„ბრაიტონი“ პრემიერლიგის წინა ტურში „ნოტინგემთან“ 0:7 განადგურდა, მაგრამ 25-ე ტურის საწყის დაპირისპირებაში ლონდონის „ჩელსი“ 3:0 დაამარცხა.

„თოლიებმა“ პირველივე ტაიმში კაორუ მიტომას და იანკუბა მინტეს გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, ხოლო მეორე ტაიმში მინტემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბოლო ხუთ დღეში "ბრაიტონმა" ორჯერ აჯობა "ჩელსის": 9 თებერვალს, 2:1 მოუგო და ასოციაციის თასიდან გააგდო, ხოლო ახლა პრემიერლიგაში სულაც გაანადგურა.

„ჩელსიმ“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს პრობლემები მოეძალა და შედეგებიც გაუარესდა. ენცო მარესკას სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს:

„ჩელსი“ პრემიერლიგაში 43 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ასტონ ვილას“ შეხვდება, ხოლო „ბრაიტონს“ 37 ქულით მერვე პოზიცია უკავია.

0.11795