ფეხბურთი

10:27 | 15.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: "ბარსელონასთან" კონტრაქტის განახლებაზე დავთანხმდი და 5 დღეში "ინტერში" გამყიდეს"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ კიდევ ერთი ლეგენდის, რომარიოს იუთუბ არხზე პოდკასტში ისაუბრა.

ის შეეხო ბრაზილიური ფეხბურთის პრობლემებს, ასევე გაიხსენა „ბარსელონაში“ გატარებული პერიოდი:

„ბარსელონას“ და ბრაზილიელებს შორის ურთიერთობა ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა. შესანიშნავი სეზონი მქონდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დავთანხმდი, მაგრამ ხუთი დღის შემდეგ მითხრეს, რომ კონტრაქტის განახლება შეუძლებელი იყო და „ინტერში“ გამყიდეს. ეს იყო მუშტი მუცელში. ქალაქი (ბარსელონა) მიყვარდა.

რივალდო კლუბიდან კამათის გამო წავიდა, რონალდინიო და ნეიმარიც. შეხედეთ ისტორიას, რომელიც ამდენ ბრაზილიელთან ერთად შექმნა, მაგრამ საბოლოოდ, ყველა ურთიერთობა ძალიან ცუდად დასრულდა.

ბრაზილიის ნაკრების კრიზისი? ნეიმარი ისევ მნიშვნელოვანი დასაყრდენი ფეხბურთელია ნაკრებისთვის, ვინისიუსიც. ორი დიდი ფეხბურთელები გვყავს, რომელთა გარშემო გუნდი უნდა აშენდეს. ვინის მეტი თავისუფლება სჭირდება, რომ საუკეთესოდ ითამაშოს, ნეიმარის კლასი ანაზღაურებს იმ სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს და ზოგადად ბრაზილიურ ფეხბურთს აწუხებს. ნეიმარი ახალგაზრდებისთვის შთამაგონებელი ფიგურაა, რომელიც მოედანზე მტკიცე ხასიათით თამაშობს: რისკავს, ურტყამს, ბომბარდირია. იმედი მაქვს, საუკეთესო ფორმაში დაბრუნდება. თუ კარგად იქნება, ეროვნულ ნაკრებს გამოადგება.

ჩვენ მრავალი წელი დომინანტები ვიყავით მსოფლიო ფეხბურთში, მაგრამ ახლა საკმარისად თავმდაბლები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ სხვები ჩვენზე წინ არიან“, - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ 1996-1997 წლების სეზონში „ბარსელონაში“ 49 მატჩში 47 გოლი გაიტანა, რის შემდგომაც ის „ინტერში“ გადავიდა, სადაც 5 სეზონი დარჩა და 99 შეხვედრაში თავი 59-ჯერ გამოიჩინა.

0.123265