მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ იოზუა კიმიხს „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეები ვერ თანხმდებიან.
როგორც „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა განაცხადა, ყველაფერი კიმიხის ხელშია და მისი გადასაწყვეტია, დათანხმება თუ არა კლუბის შეთავაზებას:
„მჯერა, რომ კიმიხს ურჩევნია თავისი ბედი საკუთარ ხელში იყოს. ის ბევრ რჩევას იღებს, მაგრამ ამჟამად საკუთარ თავსა და ოჯახზეა კონცენტრირებული“, - თქვა ებერლმა.
შეგახსენებთ, რომ იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს და 432 მატჩში 43 გოლი აქვს გატანილი.