ფეხბურთი

23:30 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კუბო: "საუდის არაბეთი? ფეხბურთი მხოლოდ ფულის გამო არ მომწონს"

სან სებასტიანის „რეალს სოსიედადის“ და იაპონიის ნაკრების ფეხბურთელმა ტაკეფუსა კუბომ საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელება გამორიცხა.

მიუხედავად იმისა, რომ კუბოს არაერთი შეთავაზება ჰქონდა არაბული კლუბებისგან, მან ევროპაში გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებაზე დარჩენა ამჯობინა.

„კარგი და განვითარებული ფეხბურთი მომწონს და არა ძვირადღირებული ფეხბურთი“, - აღნიშნა მან.

24 წლის ტაკეფუსა კუბო „სოსიედადში“ 2022 წლიდან თამაშობს, ხოლო მანამდე „ტოკიოს“, „იოკოჰამას“, „რეალის“, „მალიორკას“, „ვილიარეალის“ და „ხეტაფეს“ წევრი იყო, ხოლო იაპონიის ნაკრებში 40 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.113095