ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კაი ჰავერცი საოპერაციოა, ხოლო ბუკაიო საკას დაბრუნება ჯერ ადრეა.
„ჰავერცის ტრავმა სრულიად მოულოდნელად მოვიდა, ბარძაყის ძალი დაიზიანა, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გასულ კვირაში ვარჯიშის დროს ბარძაყის ტრავმა მიიღო. შემდგომმა შეფასებებმა და გამოკვლევამ აჩვენა, რომ ოპერაცია სჭირდება. ბუკაიო საკას დაბრუნება ჯერ კიდევ ადრეა, ის რეაბილიტაციის საწყის ეტაპზეა და უნდა დაველოდოთ“, - აღნიშნა არტეტამ.
„არსენალს“ შეტევაში სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა და ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი დიეგო კოშტას გაფორმებას განიხილავს, რომელიც თავისუფალი აგენტია.