მიუნხენის „ბაიერნმა“ ჯამალ მუსიალასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მუსიალა „ბაიერნის“ ღირსებას 2030 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
„ნამდვილად ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტით. „ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები და მტკიცედ მჯერა, რომ მომავალ წლებში ამ კლუბთან ერთად რაღაც დიდს მივაღწევთ. მიუნხენშიც და კლუბშიც თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - აღნიშნა 21 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალა „ბაიერნის“ მთავარ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს და დღემდე ჩატარებულ 193 მატჩში 58 გოლის გატანა შეძლო.