ფეხბურთი

20:35 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილს დისკომფორტი შეუმცირდა"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ განაცხადა, რომ გიორგი ქოჩორაშვილის მდგომარეობა უმჯობესდება.

შესაბამისად, ხიხონის „სპორტინგთან“ შეიძლება ქართველმა ნახევარმცველმა ითამაშოს:

„კვირის განმავლობაში უფრო და უფრო მეტს ვარჯიშობდა და როგორც ჩანს, დისკომფორტი სულ უფრო მცირდება. ალგობიაც ვარჯიშობდა, მაგრამ ხვალამდე დაველოდებით, აუცილებლად შეძლებენ თუ არა, გუნდის დახმარებას, ამის შემდეგ გავიგებთ, ხვალ იქნება მთავარი ტესტი. მთელი კვირა ვარჯიშობდნენ და ნორმალურია, რომ განაცხადში მოხვდნენ. ერთადერთი დანაკლისი ბრუგუია, რომელიც რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს“, - თქვა კალერომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ბოლო სამ ტურში ორი მატჩი გაუცდა მცირე დაზიანების გამო. ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მან 20 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.062616