რაგბი

19:59 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | დიდი ფინალი ქუთაისში

crocobet დიდი 10-ის 2024/2025 წლების ჩემპიონატის დიდი ფინალი 10 ან 11 მაისს ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართება.

ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი აქამდე ორჯერ გამართულა და ორივეჯერ ჩემპიონის ტიტული ‘აიამ’ მოიპოვა. პირველად ეს 1991 წელს, მეორე ეროვნულ ჩემპიონატში მოხდა და მასპინძლებმა ‘ვესტა’ 11:6 დაამარცხეს. ქუთაისმა ფინალს მეორედ 2021 წელს უმასპინძლა. შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა და ‘აიამ’ ‘ბათუმი’ 16:13 დაამარცხა, რითაც ჩემპიონის ტიტული იმხანად ჯამში მეოთხედ, 1995 წლის შემდეგ კი პირველად მოიპოვა.

ზამთრის შესვენების შემდეგ, crocobet დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშება ხვალ, 14 თებერვალს მე-13 ტურის თამაშით განახლდება. 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 49 ქულით ქუთაისის ‘აია’ ლიდერობს, მეორე ადგილს კი 43 ქულით ქუთაისის კიდევ ერთი გუნდი ‘არესი’ იკავებს.

შეგახსენებთ, რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ექვსი გუნდი გააგრძელებს. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მოწინავეები ისვენებენ, მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს უმასპინძლებს და გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე გავლენ, სადაც მცირე ფინალის საგზურისთვის შეიბმებიან.

ფლეი ოფის მეორე ეტაპზე პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს შეხვდებიან და გამარჯვებული დიდი ფინალის საგზურს მიიღებს, დამარცხებული კი ფინალში მოსახვედრად ზემოთნახსენები ფლეი ოფის საუკეთესო გუნდს შეერკინება.

RUGBY.GE

0.122122