საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი 2026 წლის შემდეგ გამორიცხავს რომელიმე ეროვნულ ნაკრებში მუშაობას, სამაგიეროდ, მზადაა საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდეს.
„საფრანგეთის ნაკრების შემდეგ პენსიაზე გასვლას ნამდვილად არ ვაპირებ. რთული იქნება სხვა ეროვნულ ნაკრებში მუშაობა, მაგრამ გუნდებში მუშაობა მინდა. არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ ჩემს თავს სხვა ნაკრების მწვრთნელად ვერ ვხედავ. იმის გამო, რასაც ჩემთვის წარმოადგენს საფრანგეთის ნაკრები, „მარსელიოზა“, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა ნაკრებში, სხვა ჰიმნის ფონზე. პსჟ? კარს არ ვკეტავ, ხელმისაწვდომი ვიქნები.
ჯერ არაფერი მაქვს კონკრეტული, წინადადებებიდან გამომდინარე ავირჩევ. არაფერს გამორივრიცხავ, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე, როგორი იქნება ჩემი მომავალი. ეს არ მაწუხებს. ვიმეორებ, ნაკრებების გარდა, კარს არავისთვის ვკეტავ“, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს, ხოლო მანამდე „მონაკოს“ (2001-2005), „იუვენტუსის“ (2006-2007) და „მარსელის“ (2009-2012) მთავარი მწვრთნელი იყო.