ფეხბურთი

17:54 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მზად ვართ, გულშემატკივარს სიამოვნება კიდევ მივანიჭოთ"
"ფეხბურთელებმა კარგად იციან მათგან რას ვითხოვ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, გუნდი ძალიან კარგად ფორმაშია და მზად არიან გულშემატკივრებისთვის სიამოვნების მინიჭება გააგრძელონ.

„შედეგი შეიძლება ზოგჯერ განსხვავებული იყოს, მთავარია გუნდის თამაში, რადგან, როცა კარგად თამაშობ, შეგიძლია ეს გაიმეორო და შედეგი შეიცვლება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ კარგი პერიოდი გვაქვს, მაგრამ ახლა ყველა მატჩი და ტურნირი მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, სიამოვნება მივიღოთ ჩვენი თამაშით და გულშემატკივარსაც ვასიამოვნოთ. მთელი გუნდი ეფექტურია და ეს ძალიან გვახარებს, გვაძლევს ენერგიას, რომ გავაგრძელოთ გულშემატკივრისთვის სიამოვნების მინიჭება.

შარშან „ტულუზთან“ ვერცერთი მატჩი მოვიგეთ, ამიტომ, ახლაც რთული თამაში იქნება. იმედი მაქვს, რომ სტაბილურად ვითამაშებთ. მათ იციან, როგორ უნდა შეგვიქმნან პრობლემები, რთული მატჩისთვის ვემზადებით.

შეფასებები სეზონის ბოლოს ხდება. როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, დადებითი ასპექტები ჩანს, მაგრამ მჯერა, რომ ყველანი შევინარჩუნებთ ამ დადებით ხაზს.

ფეხბურთელებისთვის აღარ მჭირდება არაფრის თხოვნა, რადგან ყველაფერი კარგად იციან. მათ იციან, რომ მთავარია, ბურთის შენარჩუნება, დაკარგვის შემთხვევაში კი, პრესინგის თამაში. ეს მათ გათავისებული აქვთ. არის რაღაცები, რაც უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ გუნდი ღიაა პროგრესისთვის. ვფიქრობ, მთავარია, ფეხბურთელებმა იგრძნონ ნდობა, ამიტომაც, ხშირად ვცვლი ძირითად შემადგენლობაში. მიმაჩნია, რომ 15-16 ფეხბურთელი უკეთესია გყავდეს, ვიდრე 11-12 ფეხბურთელი. მთავარია, მეტოქისთვის არაპროგნოზირებადი ვიყოთ, ხოლო ჩვენი თავისთვის პროგნოზირებადი.

დემბელეს პროგრესი? ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, როცა ლონდონში, "არსენალთან" არ ვათამაშე, როცა ყველა მაკრიტიკებდა. დანარჩენი მან თავისით გააკეთა, გუნდთან ერთად და მისი დამსახურებაა, როგორც თამაშობს, მაგრამ ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩემთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, რომ მაგრამ რამდენი შემტევით ვითამაშებთ, ეს დამოკიდებულია თამაშის ტიპზე. შეგვიძლია 4 ან 5 თავდამსხმელით თამაში, თუ ისინი თავს ისე დაიცავენ, როგორც ნახევარმცველი და მცველები“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ტულუზს“ 15 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება.

0.104502