„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „მონპელიესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა კომენტარი.
როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველმა ფეხბურთელმა ენერგიის უკეთ მართვა და განაწილება უნდა ისწავლოს.
„მან უნდა ისწავლოს თავისი ენერგიის და ძალისხმევის უფრო მეტად მართვა. გუნდისთვის ბევრს მუშაობს, ძალიან სურს მონაწილეობა გუნდურ მუშაობაში, მაგრამ უნდა გააცნობიეროს, რომ გარკვეული ფაზები უნდა მართოს, რათა კართან უფრო ეფექტური იყოს“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.