ფეხბურთი

16:24 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი ბერიძე "უიპეშტის" ფეხბურთელია

ქართველი ფეხბურთელი გიორგი ბერიძე საფეხბურთო კარიერას უნგრულ "უიპეშტში" გააგრძელებს. იფორმაცია უკვე ოფიციალურად უნგრული კლუბის გვერდმა დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება, უნგრულ კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის 1.5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ბერიძე „უიპეშტში“ 2018-2019 და 2020-2022 წლებში თამაშობდა, მან უნგრული კლუბის მაისურით 89 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა.

27 წლის ქართველი ბოლოს „ქოჯაელისპორში“ თამაშობდა, სადაც 43 მატჩში 7 გოლი გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ანკარაგუჯუში“, „ლოკერენში“, „გენტში“, „ტრენჩინში“, „ზესტაფონსა“ და „დილაში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.114328