UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლაზე ისაუბრა. მისი აზრით უმარს აღნიშნული შეხვედრა არ წაუგია.
"ვფიქრობ უმარს ეს ბრძოლა არ წაუგია, მაგრამ ვფიქრობ ქამრის მოსაგებად უფრო ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა. უმარს ამ ბრძოლაში მხოლოდ გამოცდილება დააკლდა. ეს ბრძოლა მას უფრო მეტად გააძლიერებს და მომავალში უფრო ძლიერი დაბრუნდება. დარწმუნებული ვარ უმარი ჩემპიონი აუცილებლად გახდება."
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.