ფეხბურთი

18:30 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "მსაჯს სურდა, რომ "პორტუს" მოეგო, ეს ფეხბურთი აღარ არის"

„რომას“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ევროპა ლიგის 1/16-ფინალში „პორტუსთან“ მატჩის შემდეგ მსაჯზე, ტობიას შტილერზე ძალიან გაბრაზებული იყო.

მან პირდაპირ ეთერში მიმართა უეფას სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელ რობერტო როზეტის და ჰკითხა, რატომ დანიშნა ასეთ მნიშვნელოვან მატჩში მსაჯად შტილერი:

„როზეტის მივმართავ: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მართალი და პატიოსანი კაცი ხარ, მაგრამ ამ არბიტრის მსაჯობით ევროტურნირებზე 21 მატჩიდან 9 ფრედ დასრულდა, დანარჩენი ყველა მატჩი მასპინძლებმა მოიგეს. ასეთ რთულ სტადიონზე რატომ დანიშნეთ ის მსაჯად? არ ვიცი რატომ.

ყველას ყვითელი ბარათი უჩვენა, ჩვენს საჯარიმოში რაღაცას ელოდებოდა, რომ „პორტუს“ თამაში მოეგო. ბიჭები ამის გამო განერვიულებული იყვნენ, მათ ვუთხარი, რომ არაფერი გაეპროტესტებინათ. არ შეიძლება ასეთ თამაშში 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათის ჩვენება.

არ მინდოდა, ფეხბურთელები დამშვიდობებოდნენ, ვუთხარი, რომ არ მისულიყვნენ მასთან დასამშვიდობებლად, რადგან ამას არ იმსახურებდა. ხუმრობთ? საერთაშორისო დონეზე მსგავსი რამ უნდა ხდებოდეს? ფეხბურთელები სახეზე ხელებს იფარებენ და ყვირიან სიმულაციისთვის, ეს ფეხბურთი აღარ არის“, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ „პორტუ“ – „რომას“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი, ერთ კვირაში იტალიაში გაიმართება.

0.110508