სხვა

11:45 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისლამ მახაჩევი:"თოფურიას გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს, მისთვის შანსის მიცემას არ ვაპირებ"

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა, მისი და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველისთვის შანსის მიცემას არ აპირებს.

"ილია თოფურიას გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს, მას მხოლოდ ქამრის ერთი დაცვა აქვს. ამიტომ არ ვაპირებ მას ასე მალე მივცე შანსი.ვფიქრობ მას თავის დივიზიონში ჩხუბი აღარ სურს და თუ ეს ასეა ამოვიდეს ზედა წონაში მოიგოს ბრძოლები და დაიმსახუროს ჩემთან ჩხუბი." - განაცხადა მახაჩევმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ზედა წონაში ასვლა და მახაჩევთან ბრძოლის გამართვა სურს. ილიამ ბოლოს 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ იბრძოლა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

0.127017