ფეხბურთი

10:55 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამი:"ზინედინ ზიდანი შესაფერისი კანდიდატია"

დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აღარ გაწვრთნის, ეს უკვე გადაწყვეტილია და ამის შესახებ თავად ფრანგმა სპეციალისტმა მიიღო გადაწყვეტილება.

დეშამის სავარაუდო შემცვლელად ზინედინ ზიდანი სახელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დიდიე დეშამმა კომენტარი L’Équipe-თან საუბრის დროს გააკეთა.

"ზიდანი? რა თქმა უნდა ის შესაფერისი კანდიდატია და მივესალმები, თუ ჩემს შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ის ჩაიბარებს, თუმცა მას თუ აქვს ამ ყველაფრის სურვილი არ ვიცი. ჩვენს შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო.ერთმანეთი ბოლოს 2023 წლის ზაფხულში ვნახეთ." -განაცხადა დეშამმა.

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს და 2018 წელს მან ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. გარდა ამისა, 2022 წლის მუნდიალზე და ევრო 2016-ზე ფინალში გაიყვანა, სადაც შესაბამისად, არგენტინის და პორტუგალიის წინააღმდეგ დამარცხდა.

0.152617