კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური მატჩში "მიოლდემ" საკუთარ მოედანზე ირლანდიურ "შემროკ როვერს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი მიჩელ ნონანი გახდა, ამ გოლით ახალგაზრდა ფეხბურთელმა ევროტურნირების რეკორდი დაამყარა, 16 წლისა და 197 დღის ფეხბურთელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროტურნირებზე გაუტანია. აქამდე ეს რეკორდი რომელუ ლუკაკუს ეკუთვნოდა.
"მიოლდესა" და "შემროკის" განმეორებითი შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება.