ფეხბურთი

2:00 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" კონფერენს ლიგაზე გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" დაამარცხა

კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ 2:1 დაამარცხა და მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ჯორდან ლარსონის გოლით დანიელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ჯერ კელერმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ სიერსლებენმა გამარჯვების გოლი გაიტანა და გერმანულმა კლუბმა სტუმრად მოიგო.

ქართველები ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ. ზივზივაძე 61-ე, ხოლო გოჩოლეიშვილი 78-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.

საპასუხო მატჩი გერმანიაში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

0.120739