კილიან მბაპე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება. როგორც „მამლების“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა თქვა, მარტის სანაკრებო შეკრებაზე განაცხადში „რეალის“ შემტევიც იქნება.
მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, ოქტომბერსა და ნოემბერში ის გამოძახებული არ იყო.
ასე რომ, საფრანგეთის ნაკრებს ლიდერი 6-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.
საფრანგეთი 20 და 23 მარტს, ერთა ლიგის მეოთხედფინალში ორმატჩიან დუელში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.