ფეხბურთი

23:44 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის წითელი ბარათი კონფერენს ლიგაზე და "აპოელის" ფრე სლოვენიაში

უეფას კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ლაშა დვალის „აპოელი“ სტუმრად სლოვენიურ „ცელიეს“ შეხვდა და დაუზავდა - 2:2.

ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონია. 57-ე წუთზე დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო და თან პენალტი აიკიდა, რომელიც „ცელიემ“ ვერ გაიტანა, თუმცა სლოვენიელებმა დამატებაზე ივარგეს და გოლი მაინც შეაგდეს, რითაც იმ დროისთვის დაწინაურდნენ (2:1). „აპოელმა“ მალევე გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. 73-ე წუთზე დვალმა მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო, შესაბამისად, გააძევეს.

რიცხობრივ უმცირესობაში „აპოელმა“ მაინც შეინარჩუნა სასურველი ანგარიში. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში კვიპროსში გაიმართება.

0.065137