თემურ ქეცბაიამ შესაძლოა შოტლანდიური „მოზერველი“ ჩაიბაროს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„მოზერველს“ სამი კანდიდატი ჰყავს, რათა სტიუარტ კეტველი შეცვალოს და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ქეცბაია ფავორიტია და დიდი შანსია, რომ შოტლანდიაში დაბრუნდეს.
„მოზერველი“ პრემიერშიფში თამაშობს, სადაც ამჟამად მეექვსე ადგილზეა.
56 წლის თემურ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის ნაკრებში მუშაობა, მანამდე „ანორთოსისის“, „ორენბურგის“, „აეკის“, „აპოელის“, საქართველოს ნაკრების და „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.
ფეხბურთელობისას ქეცბაია შოტლანდიაში 2001-2002 წლების სეზონში თამაშობდა, როცა „დანდის“ ღირსებას იცავდა.