ფეხბურთი

21:53 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის ანტირეკორდი

„მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 12 თამაში წააგო, რაც პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის ანტირეკორდია.

ამდენი მარცხი გვარდიოლას 2019-2020 წლების სეზონში ჰქონდათ, მაგრამ ეს შედეგი პრაქტიკულად სეზონის შუაში განმეორდა.

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სთან (2:4), იუვენტუსთან (0:2), სპორტინგთან (1:4) და „რეალთან“ (2:3) დამარცხდა. გარდა ამისა, „ქალაქელებმა“ პრემიერლიგაში არსენალთან (1:5), ასტონ ვილასთან (1:2), მანჩესტერ იუნაიტედთან (1:2), ლივერპულთან (0:2), ტოტენჰემთან (0:4), ბრაიტონთან (1:2) და ბორნმუთთან (1:2), ასევე ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემთან წააგეს (1:2).

0.064211