ფეხბურთი

19:46 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პაუ კუბარსიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კატალონიის „ბარსელონამ“ პაუ კუბარსისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კუბარსის ძველი ხელშეკრულება 2027 წელს იწურებოდა, ახალი შეთანხმების საფუძველზე კი, ის გუნდში 2029 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

პაუ კუბარსი „ბარსელონას“ აღზრდილია და დღემდე 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.077461