ფეხბურთი

18:20 | 13.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ნიკოლას ჯექსონი აპრილამდე ვერ დაეხმარება

„ჩელსის“ ნიკოლას ჯექსონი დიდი ხნით გამოაკლდა. სენეგალელი ფორვარდის ტრავმა, რომელიც „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო, სერიოზულია და მოედანზე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

შესაბამისად, ჯექსონი აპრილამდე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ დაადასტურა.

აფრიკელი შემტევი „ბრაიტონთან“, „ასტონ ვილასთან“, „საუთჰემპტონთან“, „ლესტერთან“, „არსენალთან“ და ასევე, კონფერენს ლიგის მერვედფინალში ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ნიკოლას ჯექსონმა 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

0.123246